მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


Legacy of Georgia
2014 წელს ხუთმა ახალგაზრდა უკრაინელმა გადაწყვიტა საქართველოში დასახლება და მოღვაწეობა. დაარსეს პირველი კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე დიჯიტალ მარკეტინგის მიმართულებით, რომელიც იყენებდა რეკლამის ინსტრუმენტად VR ტექნოლოგიებს (ვირტულური რეალობა), 360 პანორამას და 360 ვიდეოს. სამუშაოს პარალელურად ბევრს მოგზაურობდნენ. პროექტის პირველი საპილოტე რელიზი სწორედ მცხეთა გახლდათ. 13 ოქტომბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს პროექტის მნიშვნელობა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას სრულიად უსასყიდლოდ გადასცეს საჩუქრად.
22 ოქტომბერი | 2019
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ „სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 11 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება. კერძოდ: 11 ოქტომბერს, მოძრაობა აიკრძალება სამხედროს ქუჩაზე; 13 ოქტომბერს, 21:00 საათიდან დაიკეტება დავით აღმაშენებლის ქუჩა; 14 ოქტომბერს მოძრაობა აიკრძალება მერაბ კოსტავას, მირიან მეფის და მიხეილ მამულაშვილის ქუჩებზე. მცხეთის შემოსასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვებით.მოძრაობა 15 ოქტომბერს, დღესასწაულის დასრულებისთანავე სრულად აღდგება
13 ოქტომბერი | 2019
14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს
საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს.პირველი მატარებელი 11 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 11 სთ. 30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 11 სთ. 50 წთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალში შემოვა 12 სთ და 20 წთ-ზე.მეორე მატარებელი 22 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 22 სთ. 30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 22 სთ. 50 წთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალში შემოვა 23 სთ და 20 წთ-ზე.გათვალისწინებულია დიდუბის ბაქანზე ორივე მატარელის ორ წუთიანი გაჩერება. საქართველოს რკინიგზა გილოცავთ სვეტიცხოვლობას და ბედნიერ მგზავრობას გისუ
12 ოქტომბერი | 2019
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018