მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


11 სექტემბერს ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნა
22 თებერვალს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პირველმა მოადგილემ ელიზაბედ რუდმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ბაქრაძემ, ა(ა)იპ "ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების" ხელმძღვანელმა გია ატაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველების მემორიალი მცხეთაში გვირგვინით შეამკეს.
25 თებერვალი | 2019
დევნილთა დასახლების მოსწავლეები ახალი ავტობუსით სარგებლობენ
წილკნის დევნილთა დასახლებიდან წეროვნის დევნილთა დასახლებაში მიმავალ სკოლის მოსწავლეებს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსი ემსახურებათ. მცხეთის მუნიციპალიტეტი მერიისთვის სკოლების სატრანსპორტო მომსახურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. მოსწავლეებმა რომ გრძელი და დამღლელი გზის კომფორტულად გავლა შეძლონ, მერიამ შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს ,,აქტივ გრუპთან“ მომსახურების სერვისზე ხელშეკრულება მიმდინარე წლის იანვრის თვეში გააფორმა
22 თებერვალი | 2019
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018