მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


პირველადი სამხედრო აღრიცხვა დასრულდა
23 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის მიერ დაიწყო 16 წლის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა, რომელმაც მოიცვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკოლები. დღეის მდგომარეობით 21 საჯარო სკოლაში აღრიცხულია 153 მოსწავლე. გარდა ამისა, მიმდინარეობს იმ ჭაბუკების აღრიცხვაზე აყვანაც, რომლებიც გასულნი არიან სკოლებიდან, მაგრამ რეგისტრირებულნი არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე. დღეს, დასრულდა ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში, პირველადი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ერთი ეტაპი . ახალგაზრდებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა სამსახურის უფროსმა ზურაბ საგინაშვილმა. სამხედრო სავალდებულო სამსახურში აყვანას კორდინაციას უწევს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურიე სამინისტრო. აღრიცხვას აწარმოებდნენ წვევამდელთა აღრიცხვის განყოფილების უფროსი დავით კბილაძე, უფროსი სპეციალისტი მარიამ მებუკე და სპეციალისტი თამაზ მუხადგვერდელი.
20 მარტი | 2019
მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვებულ გუნდებს სპორტული ფორმები გადაეცათ
11 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძემ, ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“- ის მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდების წარმომადგენლებს რეგიონულ ეტაპზე მონაწილეობისათვის მერიის მიერ შეძენილი სპორტული ფორმები გადასცა საქართველოს ბავშთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მცხეთა-მთიანეთის კოორდინატორ ელენე ზურაბიშვილთან ერთად. მცხეთის მუნიციპალიტეტში საკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი 8 მარტს დაიწყო და 31 მარტს დასრულდება. აპრილში კი ,,მხიარული სტარტები“ გაგრძელდება
12 მარტი | 2019
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018