მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - 2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით გაიმართება დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები.მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება იწარმოებს (მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები) 9 საათიდან 18 საათამდე ყოველდღე (გარდა დასვენების ან უქმე დღეებისა), 2019 წლის 14 იანვრის ჩათვლით.
10 იანვარი | 2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ერთწლიანი ანგარიში
ქალაქ მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ საზოგადოებას საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა. ბატონმა გიორგიმ ანგარიშის პრეზენტაციისას, მცხეთაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა და ცენტრალურ ხელისუფლებას მერიის მიერ დაგეგმილი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.შეხვედრისას განიხილა თითოეული სამსახური, მათში შემავალი განყოფილება და ასევე მერიის დაქვემდებარებაშიი მყოფი ა(ა)იპ-ების მუშაობა და შედეგები. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მთავარი პრიორიტეტებად სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სასმელი წყლის მაგისტრალების მოწყობა ასევე, განათლების, სპორტული, ახალგაზრდული და კულტურული ღონისძიების
8 იანვარი | 2019
საახალწლო საჩუქრები ბავშვებს
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მერის მოადგილეები მარინა ზურაბიშვილი, ოთარ ჩხეიძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილი, საკრებულოს თავჯდომარე გელა ბაქრაძე, სოციალური განყოფილების უფროსი რაულ ხუბაშვილი და მერიის თანამშრომლები, ქალაქ მცხეთაში მდებარე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „მომავლის რწმენა“-სა და საგურამოს დღის ცენტრს „იალონი“ ესტუმრნენ. დღის ცენტრის ბენეფიციარებს, მშობლებსა და აღმზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და აღსაზრდელებს ტკბილეული და სასურსათო ნაკრები გადასცეს. „თქვენთან შეხვედრით ძალიან ბედნიერი ვარ ბავშვებო, ულევ სიხარულს გისურვებთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! მინდა ეს ახალ
31 დეკემბერი | 2018
მცხეთა ახალი წლის მოლოდინში
ჩვენი ქალაქი წლის მთავარი დღესასწაულისთვის ემზადება. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა გიორგი კაპანაძემ დამდეგი ახალი წელი მიულოცა თანამოქალაქეებს და საზეიმო ვითარებაში ახლად რეაბილიტირებული მცხეთის ცენტრალური სკვერი და მოცეკვავე შადრევანი გახსნა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ: მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დუშეთის,თიანეთის,მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში შალვა კერესელიძე, მცხეთის საკრებულოს თავჯდომარე გელა ბაქრაძე, მერის მოადგილე გივი გიუტაშვილი, საკრებულოს
27 დეკემბერი | 2018
ფეხბურთის ტურნირი მუხრანში
მუხრანში ჩატარდა ვლადიმერ ბარქაიას სახელობის ტურნირი ფეხბურთში 2003-2004 წწ. დაბადებულ ახალგაზრდებს შორის. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ჩემპიონატში აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების 13 გუნდი მონაწილეობდა. მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო გუნდმა ,,მუხრანი-წილკანი“ აღმოსავლეთ საქართველოს რესპუბლიკურ ტურნირზე ღირსეულად იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა, პირველი ადგილი კი გარდაბნის გუნდმა - ,,გარდაბანი“ დაისაკუთრა. გამარჯვებულ გუნდის წევრებს თასი, მედლები და დიპლომები გადაეცათ. თედო კახუაშვილის, კობა იორამაშვილისა
26 დეკემბერი | 2018
ესტონეთში გამართული სემინარი "გამჭირვალე ადგილობრივი მმართველობა"
გამჭირვალე ადგილობრივი მმართველობა 2018 წლის 10-15 დეკემბერს, ქალაქ ტალინში გამართულ სემინარზე, „ადგილობრივი და რეგიონული მთავრობის რეფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ქალბატონი მარინა ზურაბიშვილი და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის, მცხეთა-მთიანეთის კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი თამარ მაისურაძე. შეხვედრა ევროკავშირის ესტონეთის ცენტრის, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიება წარმოადგენდა იმ სამუშაოს ანგარიშს, რომელიც განახორციელა აღმოსავლეთ პარტნიორობის ჯგუფმა, მმართველობისა და საჯარო ადმინისტრირების კუთხით. ოთხ დღიანმა სემინარმა მონაწილეებს საშუალება მისცა, ესტონელ და ჩეხ პროფესიონალ ექსპერტებთან გაევლოთ კონსულტაცია და მიეღოთ
19 დეკემბერი | 2018
სასმელი წყლის პროექტებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
12 დეკემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მცხეთა- მთიანეთის რეგიონალური ა(ა)იპ ,,ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ორგანიზებით, სტუმრად იმყოფებოდა ამერიკელ და გერმანელ ინჟინერთა ჯგუფი. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ,,ODC”-ის დეპარტამენტის დაფინანსებული ინჟინერთა ჯგუფის ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა 2019 წელს სასმელი წყლის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. კერძოდ: სოფელ ბიწმენდში დამატებით ჭაბურღილის მშენებლობა, სოფელ ახალუბანში სასმელი წყლის რეზერვუარის რეაბილიტაცია-მშენებლობა, სოფელ ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა და სხვა პროექტები. ჯამში იგეგმება დაახლოებით 150 000 – 200 000 დოლარის
13 დეკემბერი | 2018
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018