მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ორი ისტორიული ქალაქი ნესებირი და მცხეთა დამეგობრდნენ
ბულგარეთის ისტორიული ქალაქის, ნესებირის დღეობაზე, ნესებირის მერმა ბატონმა ნიკოლაი დიმიტროვმა დამეგობრებისა და შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მცხეთის მერი ბატონი გიორგი კაპანაძე დელეგაციასთან ერთად საყოველთაო ზეიმზე მიიწვია. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი ქალაქი მცხეთა, საქართველოს უძველესი დედაქალაქია. სწორედ ეს გახლავთ დასაბამი დიდი მეგობრობის, თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების ორი ქალაქს შორის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ გატარებული პოლიტიკა მიზნად ისახავს იუნესკოს ობიექტების ჩამონათვალში შეტანილ ქალაქებთან თანამშრომლობის
24 აგვისტო | 2018
საგურამოში სანიაღვრე არხის მშენებლობა დასრულდა
საგურამოში 1 კილომეტრიანი სანიაღვრე არხის მშენებლობა დასრულდა. შესრულებული პროექტი ადგილზე დაათვალიერა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გია გიუტაშვილმა, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა თემურ ჯერვალიძემ, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ნუგზარ ხუხუნაიშვილმა, საგურამოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსანდრე ორუჯაშვილმა, საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა გელა უნდილაშვილმა, საკრებულოს თამჯდომარის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილმა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომლებმა. სანიაღვრე არხის მშენებლობა წყაროსუბნისა და სტადიონის ქუჩაზე განხორციელდა, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა, სამუშაოები კი ი/მ კახაბერ სტეფნაძემ შეასრულა. საგურამოში გზის იმ მონაკვეთზე, სადაც სანიაღვრე არხი მოწესრიგდა, უხვი ნალექებისგან საკარმიდამო ნაკვეთები იტბორებოდა, ზიანს აყენებდა კერძო საკუთრებას, ასევე სამანქანო გზას და მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილებას. სანიაღვრე სისტემის მშენებლობა ხელს შეუწყობს ზემოთჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებას.
24 აგვისტო | 2018
ამერიკული ორგანიზაციის საჩუქრები მცხეთის მუნიციპალიტეტში
მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ და ა(ა)იპ ინვესტიციებისა ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანებამ, გაერთიანების დონორი ორგანიზაციის ( Lutheran World Relief ) წარმომადგენელს უმასპინძლა აშშ-დან. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ქალბატონი მარინა ზურაბიშვილი , გაერთიანების ხელმძღვანელი ბატონი გია ატაშვილი და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი ბატონი ნოა სტეინბერკი ერთობლივად ეწვივნენ ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის, ქალაქ მცხეთის დღის ცენტრის და ა(ა)იპ უფასო სასადილოს ბენეფიციარებს
24 აგვისტო | 2018
ნატახტრის საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულებულია
9 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროს რევაზ ელოშვილთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილების უფროს მერაბ თუხარელთან, მერის წარმომადგენელ ზურაბ იმერლიშვილთან, ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორ გოჩა ქავთარაძესთან და შესაბამისი სამსახურების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ნატახტრის საბავშვო ბაღს ესტუმრა, დასრულებული სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესო აშენებული საბავშვო ბაღია მუნიციპალიტეტში აშენებულ ბაღებს შორის, რომელიც ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
10 აგვისტო | 2018
10 წელი აგვისტოს ომიდან
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძემ და საკრებულოს წევრმა ჯონდო მუზაშვილმა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად , აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალები და საფლავები ყვავილების გვირგვინით შეამკეს. დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს შეხვდნენ და მიუსამძიმრეს. ომში გარდაცვლილთა საფლავებთან და მემორიალებთან მათი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა.
9 აგვისტო | 2018
ილიაობა
ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის“ დღესასწაული აღინიშნა. უკვე მეხუთე წელია მუზეუმში ეს დღე განახლებული ფორმატით აღინიშნება. ყოველი წლის 2 აგვისტოს, ილიას სახლის მასპინძლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები ხდებიან, რომლებიც თავიანთი მხარის ფოლკლორს, მხატვრობას, თეატრს და პოეზიას წარადგენენ. აჭარის, სამეგრელოს, აფხაზეთის და იმერეთის შემდეგ , ილიაობის მასპინძელი გურიის რეგიონი გახლდათ, ნიშნად იმისა რომ ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და მისი სახლი სრულიად საქართელოს სახლია. წლევანდელი 2 აგვისტო, ილიას მუზეუმში მრვალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა. გურიის რეგიონმა საინტერესო თეატრალური და სასიმღერო ნომრები წარადგინა, ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „კაცია-ადამიანი?!“ წარსდგა.
8 აგვისტო | 2018
იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი სტუმრად მცხეთაში
ამა წლის 19, 20 ივლისს საქართველოში იაპონიის ქ.ჰიკონეს მერის ვიზიტის ფაგლებში, გაიმართა ორდღიანი შეხვედრა, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტისა და იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრა დიდი ხნის წინ დაიგეგმა, რასაც საფუძვლად ედო ორი ქალაქის მცხეთისა და ჰიკონეს დამეგობრების სურვილი. პირველი დღე გაცნობითი ხასიათის გახლდათ, მცხეთს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მოადგილეები: გივი გიუტაშვილი, მარინა ზურაბიშვილი და ოთარ ჩხეიძე ოფიციალური ვიზიტით იაპონიის საელჩოს სტუმრობდნენ. შეხვედრაზე ქართულ-იაპონური ურთიერთობების მნიშვნელობასა და დეტალებზე ისაუბრეს. მეორე დღეს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება ტადაჰარუ უეჰარა, იაპონიის ქალაქ ჰიკონეს მერი ბატონი ტაკაში ოკუბო და იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები მცხეთას ესტუმრნენ. თავდაპირველად დღის წესრიგის მიხედვით, ოფიციალური შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა. შეხვედრას სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ მცხეთის მერის მოადგილეები და ასევე მერიის თანამშრომლები. მასპინძლებმა ადგილზე წარადგინეს პრეზენტაცია, რომლის ძირითადი აქცენტები გახლდათ ქ.მცხეთის, როგორც იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ქალაქის განვითარება და პერსპექტივები.
24 ივლისი | 2018
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018