გალავანში სპორტული მოედანი მოეწყო
სოფელ გალავანში ახალი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა დასრულდა. მოედნის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახელშეკრულებლო 142 996 ლარი გამოიყო. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია ,,გლობალ სტანდარტმშენი” ასრულებდა. 2020 წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახალი სპორტული მოედნები 6 ლოკაციაზე ლისში, ახალუბანში, მსხალდიდში, ჩარდახი, ქსანში და ციხისძირში აშენდა. მათ მოსაწყობად მცხეთის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი გამოყო.
24 მარტი | 2021