მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სამუშაო შხვედრა მცხეთის მერიაში
დღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა, პირველ მოადგილესთან გივი გიუტაშვილთან და მოადგილესთან გიორგი ბაჯაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა. თათბირს მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაზე განისაზღვრა მომავალში განსახორციელებელი სამუშაოები, საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, ტურისტულ სფეროებში დაგეგმილ პროექტებს და ახალ ინიციატივებს. ყურადღება გამახვილდა სტიქიით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაზე და ზედამხედველობის სამსახურის დაგეგმილ აქტივობებზე. მცხეთის მერმა, მოისმინა სამსახურის ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ და პრობლემურ საკითხებზე დროული რეაგირების მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.
10 ივნისი | 2024
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018