მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლაში ასურული კულტურის მუზეუმი გაიხსნა
გახსნას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილესთან თამაზ ფოლოდაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.მოსწავლეთა თვითმმართველობის პროექტის ფარგლებში ასურული კულტურისა და ტრადიციების  პრეზენტაცია გაიმართა. მომზადდა ტრადიციული კერძები და ტრადიციული ტანისამოსით წარმოდგენილ იქნა მუსიკალური ნომრები.ღონისძიებაში ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენელთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი პედაგოგები, მშობლები, კლუბი ,,ნინევა”-ს და სამოქალაქო განათლების პროგრამის მესვეურები.აღნიშნული ღონისძიება ძველი ქანდის ასურელი მოსახლეობის ეროვნულ  იდენტობისა და ტრადიციების პოპულარიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
19 აპრილი | 2024
ძველ ქანდაში შიდა საუბნო გზა ეწყობა
სოფელ ძველ ქანდაში, შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, პირველ მოადგილესთან გივი გიუტაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნული სამუშაოები პირადად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში ძველი ქანდის ერთ-ერთი უბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს მის კეთილმოწყობასა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების ასფალტით დაფარვას. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 386 705 ლარს შეადგენს.
19 აპრილი | 2024
მუხრანის კეთილმოწყობა გრძელდება
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, სოფელ მუხრანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მერთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთის მერის მოადგილეები გიორგი ბაჯაძე და თამაზ ფოლოდაშვილი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. მუხრანში სრულდება ერთ-ერთ უბანზე შიდასაუბნო გზის რეაბილიტაცია. პროექტით იგება გზის ასფალტბეტონის საფარი. ასფალტით კეთილმოეწყო მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებიც. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელთა სახელშეკრულებო ღირებულება 255 433 ლარია და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია ,,ბი ემ სი” ასრულებს. ასევე, სოფელ მუხრანში, პატარა ქანდის ტერიტორიაზე, შენდება მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი. სამსართულიან შენობაში განთავსდება მისაღები, გასახდელები, სველი წერტილები, კიბის უჯრედი, საჭიდაო დარბაზი და ადმინისტრაცია. იქნება ფიტნეს დარბაზი, ტერასა და მოსასვენებელი სივრცე. მიმდებარედ დაპროექტებულია რეკრეაციული ზონები და ღია ავტოსადგომი. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ამ ეტაპისთვის შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.
19 აპრილი | 2024
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018