მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სამუშაო შხვედრა მცხეთის მერიაში
დღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა, პირველ მოადგილესთან გივი გიუტაშვილთან და მოადგილესთან გიორგი ბაჯაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა. თათბირს მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაზე განისაზღვრა მომავალში განსახორციელებელი სამუშაოები, საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, ტურისტულ სფეროებში დაგეგმილ პროექტებს და ახალ ინიციატივებს. ყურადღება გამახვილდა სტიქიით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაზე და ზედამხედველობის სამსახურის დაგეგმილ აქტივობებზე. მცხეთის მერმა, მოისმინა სამსახურის ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ და პრობლემურ საკითხებზე დროული რეაგირების მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.
10 ივნისი | 2024
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ღონისძიებათა პროგრამა
მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის მიერ ორგანიზებული 1 ივნისის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ღონისძიებათა პ რ ო გ რ ა მ ა 1 ივნისი - 12:00 სთ - 16:00 სთ - საბავშვო გასართობი აქტივობები: შოუ-პროგრამა, სახეზე მოხატვა, მცხეთის თოჯინების თეატრი, ზღაპრის გმირები, ანიმატორები. (მცხეთის ცენტრალური სკვერი). 2 ივნისი - 14:00 სთ - ქსოვრისის აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკის ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 3 ივნისი - 12:00 სთ - მცხეთის მაყვალა მრევლიშვილის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკის გასვლითი ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში. 3 ივნისი - 12:00 სთ. ქსნის ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა - ,,ჩვენ ვართ ბავშვები და ზეცაში ლურჯ ბურთებს ვისვრით’’ . 3 ივნისი - 14:00 სთ. ქსნის კულტურის სახლის ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი. 4 ივნისი - 17:00 სთ. - მცხეთის თოჯინების თეატრის პრემიერა - ,,ძია ჯამბაზი და თაგუნა მიციკი ‘’ (მცხეთის კულტურის ცენტრი) 5 ივნისი - 15:00 სთ. - ინტელექტუალურ/შემეცნებითი კონკურსი ,,ეტალონი’’ (მცხეთის კულტურის ცენტრი) 5 ივნისი - 17:00 სთ. მცხეთის ბავშვთს თეატრალური დასის (რეჟისორი ბესიკ ლომსაძე) სპექტაკლი - ,,ქაჯანა’’. (მცხეთის კულტურის ცენტრი) 6 ივნისი - 18:00 სთ. ცნობილი მომღერალ-შემსრულებლის ,,პანჩოს’’ (ლევან მგალობლიშვილი) სოლო კონცერტი. (მცხეთის კულტურის ცენტრი) 7 ივნისი - 14:00 სთ. ნატახტრის ვაჟა-ფშაველას სახელობის ბიბლიოთეკა, შემეცნებითი ღონისძიება - ,,ზღაპრის კალათა’’. 7 ივნისი - 15:00 სთ. - ნატახტრის კულტურის სახლის ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. გთხოვთ, გვეწვიოთ! დასწრება თავისუფალია
29 მაისი | 2024
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018