მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მერმა ევროპის ჩემპიონს გამარჯვება მიულოცა
მუხრანელმა სანდრო შარიფაშვილმა უნგრულ დიორში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასზე მესამე ადგილი მოიპოვა და ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. ახალგაზრდა სპორტსმენს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა პირადად მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. „ვულოცავ სანდროს ამ მნიშვნელოვან მიღწევას, ვუსურვებ წარმატებას და დარწმუნებული ვარ ჩვენ მუნიციპალიტეტს და მუხრანს კიდევ ბევრჯერ ასახელებს“ - დიმიტრი ზურაბიშვილი. უნგრული შეჯიბრება ქართველებისთვის 8 მედლით დასრულდა - 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 - ბრინჯაო
29 დეკემბერი | 2023
გზის რეაბილიტაცია
მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ არაშენდაში, შიდა საუბნო გზების ასფალტობეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჩიფჩიურთან და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილთან ერთად დაათვალიერა. გზის  სავალ ნაწილზე დაგებულია ასფალტის პირველი ფენა, მოეწყო სანიაღვრე არხები და ცხაურები. ამჟამად მიმდინარეობს  ასფალტობეტონის მეორე ფენის დაგება. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „გრანდ როუდ გრუპი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 309 997 ლარია.
21 დეკემბერი | 2023
ახალი ნაძვის ხის ანთება
მცხეთაში, 16 დეკემბერს, საზეიმო ვითარებაში აინთო ქალაქის მთავარი, ახალი ნაძვის ხე. ასევე, ახალი საახალწლო განათებებით მოირთო მცხეთის ცენტრალური მოედანი. ილუმინაციების ნაწილი ქალაქს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გადმოეცა.ღონისძიებაზე საახალწლო გასართობ შოუ პროგრამასთან ერთად, ასევე,  გაიმართა ჯგუფ "რეზო და ბავშვების" კონცერტი. ადგილობრივ მცხოვრებლებთან და ქალაქის სტუმრებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს  პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.„საქართველოს უძველესი სატახტო დედაქალაქიდან თითოეულ მოქალაქეს მინდა მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი. ვუსურვო ჯანმრთელობა, მშვიდობა, სიკეთე, სიხარული. ეს წელი წარმატების წელი იყო საქართველოსთვის. ჩვენ მივაღწიეთ შედეგს და ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც არის საწინდარი იმისა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტი წარმატებით გააგრძელებს წინსვლას. მინდა განსაკუთრებით მივულოცო ჩემს მცხეთელებს დამდეგი ახალი 2024 წელი, განახლებული და კიდევ უფრო მეტად დამშვენებული ქალაქიდან, მცხეთიდან. ჩვენ ერთად, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ“ - საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.„მინდა ჩვენს ძვირფას მოსახლეობას მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი, ვუსურვო მათ ბედნიერი, წარმატებული და მშვიდობიანი ახალი 2024 წელი. ჩვენს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ბევრი ახალი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა. მინდა ვისურვო, რომ მომავალი წელი ყოფილიყოს კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი, როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის“ - მცხეთის მუნიციპალიტეტისმერი დიმიტრი ზურაბიშვილი
18 დეკემბერი | 2023
ნაძვის ხის ანთება
ხვალ, 16 დეკემბერს, საზეიმო ვითარებაში აინთება ქალაქის მთავარი, ახალი ნაძვის ხე.საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი ქალაქის ცენტრში დასასრულს უახლოვდება. მცხეთის მასშტაბით კი რამდენიმე დღეში დასრულდება. სამუშაოები ფარნავაზის მოედნიდან ნარეკვავის დასახლებამდე მონაკვეთში ხორციელდება.მცხეთის მერია მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს სასიამოვნო საღამოს ჰპირდება. ასე რომ გელოდებით ხვალ, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე.მოდი   ერთად ავანთოთ მცხეთის, მთავარი, ახალი ნაძვის ხე  17:00-20:00 საახალწლო გასართობი შოუ პროგრამა (სანტა, ფიფქია, ჯამბაზები)  19:00-20:30 ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები
16 დეკემბერი | 2023
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018